- პროექტის სახელი:,,პირამიდა"
- პროექტის მთავარი იდეა 1-2 წინადადება: პროექტის მონაწილეები იკვლევენ პირამიდების წარმოშობის ისტორიას,მათ ადგილმდებარეობას,არკვევენ ამ გეომეტრიული ფიგურის თვისებებს.მოიძიებენ მასალებს პირამიდებზე ლიტერატურასა და ხელოვნებაში.
- პროექტის აქტუალობა:კვლევა, დისკუსიის გამართვა მოძიებულ მასალებზე,ფიგურის მაკეტის შექმნა და ზომების დადგენა, ზუსტი გამოთვლების ჩატარება,ბლოგის შექმნა და ნამუშევრების განთავსება.
- პროექტის მიზნები:გაიღრმავებენ ცოდნას პირამიდების, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრების შესახებ, გაეცნობიან ეპოქას, როცა ხდებოდა მათი მშენებლობა, ფოტოგამოფენის და ბლოგის ნახვისას მიიღებენ ესთეტიურ სიამოვნებას.
- მონაწილეთა ასაკი:15-18წ. X-XIIკლასები
- ვადები/ხანგრძლივობა:3თვე
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას:პირამიდის მაკეტი, ფოტოალბომი, ჩანახატები,ბლოგი, გაიმართება ფოტოსურათების გამოფენა.
- პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:მარკერი, ფორმატი, წიგნები, კომპიუტერი.სახაზავი, ფოტოაპარატი.
- პროექტის მსვლელობა:მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს და შეისწავლიან პირამიდებს, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ საოცრებას. გაარკვევენ როდის და სად აშენდა პირამიდები.გამოიკვლევენ მას, როგორც გეომეტრიულ ფიგურას.მოძიებული მასალების საფუძველზე გამოთვლიან ერთ-ერთი ცნობილი პირამიდის ზედაპირის ფართობს და მოცულობას.შექმნიან პირამიდის მაკეტს და გამოთვლიან მის ზედაპირის ფართობს და მოცულობას. გამოიკვლევენ, რა ასახვა ჰპოვა პირამიდებმა ლიტერატურასა და ხელოვნებაში. შეაგროვებენ ფოტომასალას.მოძიებულ ინფორმაციას განათავსებენ ინტერნეტში.
- კავშირი საგანთან/საგნობრივ ჯგუფთან,ესგ: ა)ისტორია:გაეცნობიან ეპოქას, ადამიანთა წვლილს ხელოვნების, მეცნიერებისა და ისტორიული მოვლენების განვითარებაში.ბ)მათემატიკა:ქმნის სივრცული ფიგურის მაკეტს, პოულობს მის ზომებს და და იყენებს მათ პრაქტიკული პრობლემის გადაჭრისას. გ)ხელოვნება:ამ ადგილის ამსახველი ნახატების, კინოფილმების მოძიება და განხილვა, ფოტოგამოფენის მოწყობა. დ)ისტ:ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება,ისტ საშუალებების მოხმარების დემონსტრირება, ბლოგის შექმნა
- პროექტის ხელ-ლი:თამარ ისაკაძე -ქ.რუსთავის #3 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი.როექტის ხელ-ლი:
- პროექტის ხელ-ლის ელ.ფოსტა:tamunaisakadze53@gmail.com
- პროექტის ვებ-გვერდი:
Sunday, December 8, 2013
პროექტი:პირამიდა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment