Sunday, December 8, 2013


პროექტი:პირამიდა

  1. პროექტის სახელი:,,პირამიდა"
  2. პროექტის მთავარი იდეა  1-2 წინადადება:
  3. პროექტის მონაწილეები იკვლევენ პირამიდების წარმოშობის ისტორიას,მათ ადგილმდებარეობას,არკვევენ ამ გეომეტრიული ფიგურის თვისებებს.მოიძიებენ მასალებს პირამიდებზე ლიტერატურასა და ხელოვნებაში.
  4. პროექტის აქტუალობა:კვლევა, დისკუსიის გამართვა მოძიებულ მასალებზე,ფიგურის მაკეტის შექმნა და ზომების დადგენა, ზუსტი გამოთვლების ჩატარება,ბლოგის შექმნა და ნამუშევრების განთავსება.
  5. პროექტის მიზნები:გაიღრმავებენ ცოდნას პირამიდების, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრების შესახებ, გაეცნობიან ეპოქას, როცა ხდებოდა მათი მშენებლობა, ფოტოგამოფენის და ბლოგის ნახვისას მიიღებენ ესთეტიურ სიამოვნებას.
  6. მონაწილეთა ასაკი:15-18წ. X-XIIკლასები
  7. ვადები/ხანგრძლივობა:3თვე
  8. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას:პირამიდის მაკეტი, ფოტოალბომი, ჩანახატები,ბლოგი, გაიმართება ფოტოსურათების გამოფენა.
  9. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:მარკერი, ფორმატი, წიგნები, კომპიუტერი.სახაზავი, ფოტოაპარატი.
  10. პროექტის მსვლელობა:მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს და შეისწავლიან პირამიდებს, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ საოცრებას. გაარკვევენ როდის და სად აშენდა პირამიდები.გამოიკვლევენ მას, როგორც გეომეტრიულ ფიგურას.მოძიებული მასალების საფუძველზე გამოთვლიან ერთ-ერთი ცნობილი პირამიდის ზედაპირის ფართობს და მოცულობას.შექმნიან პირამიდის მაკეტს და გამოთვლიან მის ზედაპირის ფართობს და მოცულობას. გამოიკვლევენ, რა ასახვა ჰპოვა პირამიდებმა ლიტერატურასა და ხელოვნებაში. შეაგროვებენ ფოტომასალას.მოძიებულ ინფორმაციას განათავსებენ ინტერნეტში.
  11. კავშირი საგანთან/საგნობრივ ჯგუფთან,ესგ:
  12. ა)ისტორია:გაეცნობიან ეპოქას, ადამიანთა წვლილს ხელოვნების, მეცნიერებისა და ისტორიული მოვლენების განვითარებაში.ბ)მათემატიკა:ქმნის სივრცული ფიგურის მაკეტს, პოულობს მის ზომებს და და იყენებს მათ პრაქტიკული პრობლემის გადაჭრისას. გ)ხელოვნება:ამ ადგილის ამსახველი ნახატების, კინოფილმების მოძიება და განხილვა, ფოტოგამოფენის მოწყობა. დ)ისტ:ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება,ისტ საშუალებების მოხმარების დემონსტრირება, ბლოგის შექმნა
  13. პროექტის ხელ-ლი:თამარ ისაკაძე -ქ.რუსთავის #3 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი.როექტის ხელ-ლი:
  14. პროექტის ხელ-ლის ელ.ფოსტა:tamunaisakadze53@gmail.com
  15. პროექტის ვებ-გვერდი: